18, მაისი 2021 13:40:00
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 422 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 7 ხელოვნურ სუნთქვაზეა.
რეგიონის კოვიდსასტუმროებში 248 ადამიანი იმყოფება.