18, მაისი 2021 17:33:00
საქართველოს განათლების სამინისტროში 2022-2032 წლებისთვის მისაღწევი ძირითადი შედეგების შესახებ იმსჯელეს. სტრატეგიის შემუშავების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში მინისტრის მოადგილეები, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი და უწყების სტრატეგიული განვითარებისა და დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.