18, მაისი 2021 17:44:00
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ თევზის საწარმოს ეწვია. გიორგი სურმანიძის განცხადებით, მეკალმახეობის განვითარების ხელშეწყობა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული თევზის საკვების საწარმო, წელიწადში 20 ტონა პროდუქციას აწარმოებს. აქ 6 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის თანადაფინანსება, დაახლოებით, 52 ათასი ლარია.