19, მაისი 2021 12:47:00
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დავითაძეს, ზაურ ახვლედიანი ჩაანაცვლებს. ინფორმაცია, TV25-ს, მაია ხაჯიშვალმა დაუდასტურა.
რატომ დატოვა ყოფილმა მოადგილემ თანამდებობა? მინისტრის თქმით, ამის შესახებ დავითაძემ განმარტება უკვე გააკეთა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, რამდენიმე კვირის წინ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
რაც შეეხება დავითაძეს, მან დაკავებული პოზიცია გუშინ დატოვა და თქვა, რომ საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრელებს.