19, მაისი 2021 13:07:00
ხმაური, ქეიფი, დანაგვიანებული გარემო და აზარტული თამაშები - ასეთ ფაქტებს ბათუმის ყველა უბანში შეხვდებით. კორპუსების ეზოებში განთავსებულ ფანჩატურებს ფუნქცია დაკარგული აქვს და მას მოქალაქეები მსგავსი შეკრებისთვის იყენებენ. ბათუმის მერია კონსტრუქციების განთავსებასა და რეაბილიტაციაში ყოველწლიურად საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა მოსასვენებელი ადგილის იდეა უგულვებელყოფილია. თვითმართველობა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით არაფერს აკეთებს, ამას ისიც ემატება, რომ მსგავსი ფაქტების კონტროლი არ ხდება. პრობლემა რომ მასშტაბურია და რეაგირებას საჭიროებს ამაზე ოპოზიციაში საუბრობენ. მესამე სექტორში კი, ვითარების გამოსასწორებლად, ხელისფულებას საქნციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. ფანჩატური, როგორც საქეიფო სივცე - გადაცემის მეორე ბლოკში სტუმრებთან ერთად, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ვნახოთ რეპორტაჟი.