19, მაისი 2021 17:21:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ბონდო თედორაძის თქმით, 300 ათას ლარს უწყება, შენობაში ინტერნეტის ქსელის მოწყობაში ხარჯავს. მმართველი გუნდის ოპონენტი, ასევე, ირწმუნება, რომ 400 ათასი ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტში, სკვერისა და პარკის მოწყობის ხარჯთააღრიცხვის პროექტის შეძენაში იხარჯება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში ხელისუფლება მოქალაქეებზე, დახმარების ნაცვლად თანხებს არამიზნობრივად იყენებს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის არსებობის რეალურობაზე. ბრალდების ადრესატებმა უწყებაში, სატელევიზიო კომენტარზე უარი განაცხადეს. ოპონენტების განცხადებებს კი, პოპულიზმი და სიცრუის ტირაჟირება უწოდეს.