21, მაისი 2021 11:29:00
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს. პროექტს, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის განხილვა შაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება. მომავალ კვირაში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი.