24, მაისი 2021 12:31:00
რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, მათი სამოქმედო გეგმა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. აქციის მონაწილეები მსვლელობას და ქუჩების პიკეტირებას აპირებენ.
"პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში, ორი განცხადება რაც მოვისმინეთ ჩვენ არის ერთმანეთს აცდენილი, იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებისგან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და ეს რომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში. [...]
შემდეგ რაც მოვისმინეთ, თუნდაც დღევანდელი განცხადება, თურმე გადააგზავნეს ხელშეკრულება შესასწავლად, ახლა თვითონაც დაინტერესებულია რომ გაერკვნენ საკითხში რა ხდება. ის დამოკიდებულება რაც მოვისმინეთ, რომ ვაი პატრიოტიზმი... მე ვფიქრობ, რომ ვაი პატრიოტიზმი ალბათ უფრო ხელისუფლების შემთხვევაში უნდა განვიხილავდეთ, იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულვებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.