24, მაისი 2021 17:41:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. თეთროსანი-ზედა ხუცუბანის მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა, ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა უკვე დასრულდა. რეაბილიტირებული ნაწილი დაუკავშირდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის და გვარას ადმინისტრაციულ ერთეულებს. აღნიშნული გზით 150 ოჯახი ისარგებლებს.