28, მაისი 2021 17:20:00
ლეღვაში, პირველადი ჯანდაცვის ცენრტის ნაგებობა დაანგრიეს. ახალი შენობის აშენებამდე, ექიმები გამგეობაში არიან, სადაც, პანდემიის პირობებში, პაციენტების მისაღებად, მხოლოდ, ორი ოთახი და ერთი საწოლია გამოყოფილი. სახარბიელო მდგომარეობა არც უწყებაშია, შენობა დანგრევის პირასაა. ახლა, ამბულატორიის ადგილას, საბავშვო ბაღი შენდება. განყოფილება კი ძველი ბაღის შენობაში უნდა გადავიდეს, რაც გარემოებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება