02, ივნისი 2021 17:15:00
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. მათ, ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. დანაშაული, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.