03, ივნისი 2021 18:26:00
საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულების მოთხოვნები და პროტესტი. მძღოლები რამდენიმე თვეა საქართველოდან მესამე ქვეყანაში ტრანსპორტირების უფლებას უშედეგოდ ითხოვენ. ბათუმში დღეს მორიგი აქცია გაიმართა, რომლის დროსაც გაფორმების ეკონომიკური ზონის პიკეტირება მოახდინეს. მძღოლებს შეზღუდვის მიზეზი დღემდე არავინ განუმარტა. უფრო მეტს რეპორტაჟიდან გაიგებთ.
შეთანხმება, ჯერ ვერ შედგა, თუმცა, შეხვედრის დაპირება მიიღეს. ეს, მეოთხედ გამართული აქციაა, ისევ პრობლემები, ბანკის დავალიანებები და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები. ამ დროს კი, ხელისუფლება, მხოლოდ, დაპირებებს გასცემს.
დღეს, საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებული მძღოლები, ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, შეიკრიბნენ და შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს, შესაბამისად სატვირთო ავტომობილებს იქედან გამოსვლის და მოძრაობის შესაძლებლობა შეეზღუდათ.
ამ გადაწყვეტილებამდე, იმ გარემოებებმა მიყვანეს, რომ საქათველოდან, მესამე ქვეყანაში, წასვლის საშუალებას არ ეძლევათ. ირწმუნებიან, რომ პროდუქციით დატვირთული ავტომობილები, რამდენიმე დღის განმავლობაში საზღვარზე ჰყავდათ გაჩერებული და ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისი საბუთი, ამ დრომდე, არ მიუღიათ..
ადგილზე საპატულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი. გომელაურის უწყება მოქალაქეებს, ტრადიციულად წესრიგის დაცვისკენ მოუწედობდა.
აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. იგი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
იმ შემთხვევაში, თუ ხვალ, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობა თვითდასაქმებულების მოთხოვნებს, ხვალვე არ დააკმაყოფილებს, სარფში, ცენტრალური მაგისტრალსის გადაკეტვას აპირებენ.