03, ივნისი 2021 17:52:00
ბათუმის რვა საჯარო სკოლაში, პირველკლასელთათვის დამატებითი კლასები გაიხსნება. მშობლებს, შვილების რეგისტრაცია, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მეცხრე, მეთოთხმეტე და მეოცე საჯარო სკოლებში შეეძლებათ. ბოლო მონაცემებით, 300 ადგილის დამატებაა საჭირო. რეგისტრაცია დღის ორი საათიდან დაიწყო და ხუთ ივნისს დასრულდება.