03, ივნისი 2021 17:56:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. კლინიკა დატოვა 32-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 13 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 317, კოვიდ სასტუმროში კი, 242 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 14 ათას 694 მოქალაქეა აცრილი.