03, ივნისი 2021 18:13:00
„TV25“ კიდევ ერთი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. მაუწყებელმა, ამჯერად, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი მოიპოვა. პროექტის მიზანი, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებაა. „TV25“, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანია რეგიონში, ყოველთვის ცდილობს დაფაროს მთელი აჭარა და რეგიონის მოსახლეობას ღია დისკუსიის პლატფორმა შეუქმნას.