ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი, მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა სივრცე, კარს, არც სოცმუშაკებს და არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უღებს. უარი პირდაპირ სხალთის მთავარეპისკოპისის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ „იქ ვერასოდეს შევლენ“ და რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი, „მის გვამზე გადაივლიან“. ომბუდმსენი, ბოლო დროის თითქმის ყველა ანგარიშში მიუთითებს, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრება მოზარდის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება. ამასთან, იქ არსებული აღზრდის მკაცრი სტილი და დასჯის მეთოდები მათ უფლებებს არღვევს. მიუხედავად არსებული რეალობისა, სახელმწიფო დღემდე დუმს. ფაქტის შეფასებაც ადგილობრივ დონეზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გაურბიან.
ასე ფიქრობს ვლადიმერ მგალობლიშვილი, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში მმართველ გუნდს წარმოადგენს. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდიმინარე ამბებზე მას რატომ ვკითხეთ ვერ გაიგო და არაკომპეტენტურობის მიზეზით კითხვაზე თავის არიდება სცადა. თქვა, რომ არც საპატრიაქოს წარმოადგენს და არც ომბუცმენის აპარატს.
ოცნების გუნდის წევრი, გიორგი მანველიძე დღის ერთ-ერთი მთავარი თემის შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩნდა. დეპუტატი საკითხის შეფასებას ზედმეტად მარტივად მიუდგა. პასუხისმგებლობა აირიდა მმართველი ძალის კიდევ ერთმა წევრმა. ირაკლი ჭეიშვილმა ერთი და იგივე, დაზეპირებული ლექსივით ორჯერ გაგვიმეორა.
საკითხის შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი. ილია ვერძაძემ მედიით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ ის გვითხრა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკის არშეშვების ფაქტი ჩვენი ინტერპრეტაციაა. აქვე ისიც დასძინა, რომ სახალხო აპარატის ანგარიშებს დიდად არ ენდობა.
‘არვიცი“ გაიმეორა თავად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემაც. დავით გაბაიძემ პასუხისმგებლობა იმით აიცილა, რომ ამბავი მის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში არ მომხდარა. მმართველი გუნდის მხრიდან კომენტარის გაკეთების აუცილებლობა ვერც ტიტე აროშიძემ დაინახა. დეპუტატმა საპტრიაქროსკენ გადაგვამისამართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშები ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური და სუბიექტურია.
თანაგუნდელებისგან განსხვავებით საპირისპიროს მტკიცება დაიწყო ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ბაციკაძემ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და მომდევნო კითხვის დასმის საშუალებაც არ მოგვცა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკის და სახალხო დამცველის ვერ შესვლას თვითნებობად აფასებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს ეკლესიის ინსტიტუტის გავლენაა. ფაქტი კითხვით ნიშნებს უჩენს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატსაც.
ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ისევ არ უღებს კარს არც სოციალური მომსახურების სააგენტოს და არც სახალხო დამცველის აპარატს. უარი სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონისგან მოდის, რომელიც ამბობს, რომ „იქ ვერასდროს შევლენ“.