04, ივნისი 2021 13:49:00
ეს არის გადაცემა ჩემი ექიმი, მე კი ჟურნალისტი თამარ კიკნაძე ვარ, გამარჯობა. გადავწყვიტეთ, დღეს კუჭ-ნაწლავის დაავადებებზე გესაუბროთ. თემა, ცხადია აქტულობიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა თანამედროვე ცხოვრებაში, იქნება ეს კუჭისა და ნაწლავების წყლული, გასტრიტი, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ნაწლავთა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები თუ სხვა. მოკლედ რა ხდება გამომწვევი, როგორ დგება დიაგნოზი და როგორ მკურნალობენ მათ გასტროენტეროლოგები, ამ თემებზე გესაუბრებით. გადაცემის და თქვენს შეკითხვებს თამარ გორგოშაძე - BMC -ის გასტროენტეროლოგი და ირმა მუსხაჯბა - ასევე BMC -ის ენდოსკოპისტი უპასუხებენ.