04, ივნისი 2021 18:10:00
საერთაშორისო გადაზიდვებზე დასაქმებულების მორიგი აქცია. ასამდე მძღოლი, ისევ, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, შეიკრიბა. ამბობენ, რომ საქათველოდან, მესამე ქვეყანაში, წასვლის საშუალება არ ეძლევათ. გაურკვეველი მიზეზებით ეკონომიკის სამინისტროსგან შესაბამისი საბუთი, ამ დრომდე, არ მიუღიათ. თუ კი, დღეს, უწყების ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი სარფში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.