04, ივნისი 2021 17:39:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი. კლინიკა დატოვა -31-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 12 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 300, კოვიდ სასტუმროში კი, 219 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 15 ათას 464 მოქალაქეა აცრილი.