04, ივნისი 2021 21:28:00
ერთ კაციანი საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თამარ ნაკაშიძე, მოსამართლეების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მოქალაქის განმარტებით, ირმა ტოგონიძემ და როინ კახიძემ, მის ოჯახს, სამეწარმეო საქმიანობა აუკრძალეს. ნაკაშიძეს, სხვისს ბალანსზე არსებული სივრცის მისაკუთრებას ედავებიან. ახალგაზრდა ქალი ამტკიცებს, რომ ფართი თავისი დისა და სიძის სახელზეა რეგისტრირებული და წლებია სარგებლობენ. ნაკაშიძის თქმითვე, სასამართლო პროცესზე, სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, მის გარეშე მიიღეს და იგი სხდომას არ ესწრებოდა.