08, ივნისი 2021 13:25:00
ბათუმის ავტოტრანსპორტი ავტომანქანის მეპატრონეებს აფრთხილებს. მანქანის ახალი სანომრე ნიშნის აღებისას, მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გადახდილი პარკირების საფასური რჩება ძველ სანომრე ნიშანზე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ცნობა უნდა წარმოადგინოთ შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტში" კერძოდ, მელიქიშვილის ქ. №81-ში, რათა მოხდეს ინფორმაციის ბაზაში შეყვანა და პარკირების საფასურის გადმოტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანი მეპატრონე დაჯარიმდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოქმედებს ცხელ ხაზზე: (0 422) 212 189