08, ივნისი 2021 16:45:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ხელვაჩაურში - 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფერიას,ახალშენს, ერგეს,განახლებასა და მიმდებარე სოფლებს. ასევე შარაბიძეების,მახვილაურის,ურეხისა და დაბა ხელვაჩაურის დასახლებების ნაწილს.
ქედაში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აგარას,დოლოგანს,უჩხითს,მახუნცეთს,ზუნდაგას,ქოსოფელსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: დიდაჭარას,დანისპარაულის,ღურტას,რიყეთსა და მიმდებარე სოფლებს.
R
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.