08, ივნისი 2021 21:15:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი. კლინიკა დატოვა -16-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 9 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 282, კოვიდ სასტუმროში კი, 218 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 16 ათას 185 მოქალაქეა აცრილი.