09, ივნისი 2021 13:46:00
ხელისუფლება ზღვისპირა ზოლის გაასხვისებას ისე ცდილობს, რომ ამის შესახებ ქობულეთში მცხოვრებლებს ინფორმაცია არ გააჩნდათ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ 28 ჰექტარი ტერიტორია მათ საკუთრებას წლებია წარმოადგენს, საწინააღდეგოს აცხადებენ აჭარის მთავრობაში, სადაც განმარტეს, რომ ტურისტული ზონის ახალი მესაკუთრე ელექტრონული აუქციონის წესით თვის ბოლოს გამოვლინდება. საინვესტიციო წინადადების თანახმად, ტერიტორიის მესაკუთრემ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვა უნდა შეძლოს. გარდა ამისა, აუქციონის პირობის მიხედვით, ინვესტორმა ტერიტორიის ურბანული განვითარება უნდა უზრუნველყოს. ქობულეთში დღეს, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. 150-მდე ოჯახი აცხადებს, რომ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არქივიდან ამოიღეს და ბრძოლას სამართლებრივი გზით აპირებენ. დღის თავარ თემას სტუდიის სტუმრებთან ერთად შევაფასებთ, მანამდე კი ვნახოთ სალომე უსტალიშვილისა და ბექა უნგიაძის რეპორტაჟი.