09, ივნისი 2021 14:00:00
კონკურსი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. კომპანიები, რომლებიც ეწევიან სატყეო საქმეს ან აქვთ თევზის მეურნეობა, აწარმოებენ საკვებ პროდუქტს ან მუშაობენ განთავსების სექტორში, საშუალება ეძლევათ, გააუმჯობესონ ბიზნეს გეგმა და შეიმუშაონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ამის შესაძლებლობას, მეწარმეებს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამით აძლევს. „ევროკავშირი გარემოსთვის“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, კონკურსის შედეგად შერჩეულ რვა საწარმოს, ეკოინოვაციური მიდგომების დანერგვაში დაეხმარებიან, ეს კი ნიშნავს იმას, რომ წარმოების პროცესში, მათ მიეცემათ საშუალება, იხელმძღვანელონ გარემოსდაცვითი მეთოდოლოგიის გამოყენებით. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა ეტაპების გავლა მოუწევს აპლიკანტს? ამის შესახებ უფრო მეტს სალომე ზურაბიშვილი გვეტყვის, რომელიც გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორია.