10, ივნისი 2021 17:46:00
ბათუმში, კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე სამ დღიანი ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრები გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით იმართება. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ, საზოგადოებაში ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობას. ვორქშოპი მიმართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხები. კურსს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ლექტორები - კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.