10, ივნისი 2021 18:02:00
დანიშნული ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. უწყების ცნობით, ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მნიშვნელობაზე, ქალაქის განვითარებასა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. არჩილ ჩიქოვანმა მოსწავლეებს მერიაში დანერგილი სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.