10, ივნისი 2021 21:45:00
ახლა კი მოგიყვებით წყლის გარეშე დარჩენილების გასაჭირზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირის 320 ნომერში პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები. მაღალ სართულებზე მცხოვრებლებს წყალი დღისით საერთოდ არ მიეწოდებათ, ან თუ მიეწოდებათ- დაბალი სიმძლავრით. სხვა რომ არაფერი, უჭირთ ჰიგიენის დაცვა. „ბათუმის წყალი“ კი მათ წყლის მრიცხველების განთავსებას სთავაზოვს, რასაც იმ პირობით არ თანხმდებიან, რომ წყლით საერთოდ ვერ სარგებლობენ.
ეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის 320 ნომერია. 9 სართულიან კორპუსში 52 ოჯახია. მაღალ სართულზე მცხოვრებლებს ერთი პრობლემა აერთიანებთ: წყლის მიწოდება. ერთ-ერთი სადარბაზოს მეექვსე სართულზე ჯაყელები ცხოვრობენ. წყალი ონკანში მოდის, თუმცა ამ რაოდენობით
იმის გამო, რომ წყალი მაღალ სართულებზე მაღალი წნევით არ მიეწოდებათ, მუშაობა უჭირს გამათბობელსაც. შესაბამისად, უჭირთ სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ჰიგიენის დაცვა.
მეშვიდე, მერვე, მეცხრე სართულებზე მცხოვრებლებს დღისით წყალი მცირე რაოდენობით მიეწოდებათ, ღამით კი საერთოდ არ აქვთ.ამბობენ, რომ შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უყურადღებოდ დატოვეს. ალტერნატივად ეზოს ონკანი რჩებათ.
ფრიდონ ხალვაშის 320 ნომერში მცხოვრებლები წლების განმავლობაში ეზოში დამონტაჟებული წყლის საქაჩი მოწყობილობით სარგებლობენ. პრობლემა ნაწილობრივ 3 თვის წინ მოგვარდა, როცა კორპუსში „ბათუმის წყალმა“ მილები დაამონტაჟა, თუმცა საკითხი ბოლომდე მაინც ვერ გადაიჭრა. კომპანიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. მივიღეთ მხოლოდ წერილობითი პასუხი
ვიდრე ფრიდონ ხალვაშის 320 ნომერში , მაღალ სართულებზე მცხოვრებლების პრობლემა გადაიჭრება, ოჯახებს კვლავ ეზოს ონკანით სარგებლობა მოუწევთ.