11, ივნისი 2021 17:47:00
ქრთამის აღების ფაქტზე, „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის“ დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ჯგუფის უფროსი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ იგი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაში ჩართულ პირებს მფარველობდა. უზრუნველყოფდა უსაბუთო ხის მასალის შეუფერხებლად გადაადგილებას და თითოეულ ტრანსპორტირებაში ქრთამის სახით იღებდა 300 ლარს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.