14, ივნისი 2021 21:25:00
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, აჭარა ტურისტებს უკვე მასპინძლობს. ტურიზმის სექტორში მომუშავე ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ ცხელი დღეების დადგომასთან ერთად უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვა. როგორ მოემზადა მეორე პანდემიურ წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზაფხულის სეზონისთვის, რას სთავაზობს ჩამოსულ დამსვენებელს რეგიონი, ან რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი მაღალმთიან აჭარაზე, განთავსება, კვება, გართობა, ექსტრიმი, ჟურნალისტებისთვის დეპარტამენტმა საგანგებოდ მედია ტური დაგეგმა, რომლის მონაწილე ტვ25-იც იყო. საინტერესო და ემოციურად დატვირთული ტური, ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.
ზაფხულის ცხელ დღეებში, ბუნებაში გასეირნებას თუ გადაწყვეტთ, მაღალმიან აჭარას უნდა ესტუმროთ. მთები, მდინარეები, სუფთა და გრილი ჰაერი, სასიამოვნო და სამახსოვრო განწყობას ნამდვლად შეგიქმნით. პირველი, სადაც გაჩერება შეგიძლიათ, მახუნცეთის ჩანქერია.
ხელუხლებელი ბუნების პარალელურად, აქ მრავალი გასართობია. ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ატრაქცია - ზიპლაინია. ვისაც მძაფრი შეგრძნებები გიყვართ, შეგიძლიათ 130 მეტრის სიმაღლიდან დაეშვათ და 530 მეტრის სიგრძეზე ისრიალოთ და უალამაზესი პანორამებით დატკბეთ. ზიპლაინის ბოლო წერტილი თამარის ხიდია.
თამარის ხიდთან, სათავგადასავლო მოგზაურობა იწყება. ესეც მათთვის, ვისთვისაცაც ექსტრიმი ერთგვარი სტიქიაა. ჯომარდობის მოყვარულებს, მდინარე აჭარისწყალზე, 6-დან ოც კილომეტრამდე მანძილის დაფარვა შეგიძლიათ. ეს წელიწადის ნებისმიერ დროს.
მაღალმთიანი აჭარის ბუნების წიაღში, არც კვებისა და განთავსების ობიექტების ძიება დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ისიანოვნოთ მომსახურების მაღალი სერვისით და მიირთავთ გემრიელი ადგილობრივი კერძები.
ჩვენ ესქტრემზე გიამბობდით და აუცილებლად კიდევ ერთ, არანაკლებ პოპულარულ და მოთხოვნად გასართობზე უნდა გითხრათ. ეს უკვე ბარად, ქალაქთან ახლოს, ახალსოფლის ჯვარზე ხდება. ჯერ შეგიძლიათ ულამაზესი პეიზაჟებით დატკბეთ, დაისისას კი მზესთან ერთად, მთის წვერიდან, თქვენც ზღვის სანაპიროზე დაეშვათ. პარაპლანით, თქვენს უსაფრთხო და თან მანევრირებულ ფრენას, პროფესიონალი პილოტები უზრუნველყოფენ.
ჟურნალისტებისთვის, სპეციალური, გაცნობითი ხასიათის ტური, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დაგეგმა. თამამად შეგვიძლაია გითხრათ, რომ აჭარაში მოგზაურობა, ნამდვილად სასიამვნო, საინტერესო და თან უსაფრთხოა.