18, ივნისი 2021 18:40:00
მორიგი საპროტესტო აქცია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის წინააღმდეგ. სალიბაურში მცხოვრებლებმა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე დასაქმებულებს, ავტობანის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლება არ მისცეს. 15-მდე ოჯახი განსახლებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროცესს ხელს შეუშლიან. აქციაზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის. როგორც, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამტკიცებს, პოლიციას მისი ტერიტორიიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სურდა.