21, ივნისი 2021 13:03:00
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად პეტიციის წარდგენაა განსაზღვრული. კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანებს აქვთ უფლება, მოიწვიონ საკრებულოს სხდომა, გამართონ დასახლების საერთო კრება, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში. მუნიციპალიტეტში უნდა ფუნქციონირებდეს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. თანამდებობის პირები კი მათი საქმიანობის საჯაროობას უნდა უზრუნველყოფდნენ. რა პრაქტიკა გვაქვს ამ კუთხით აჭარაში ანუ რამდენად იყენებენ თვითმმართველობები მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს? თემაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ია გოლიაძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი ვნახოთ.