21, ივნისი 2021 18:59:00
ქობულეთელების პროტესტი აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის ფონზე. საკანონმდებლო ორგანოსთამ ბობოყვათის მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი, იმ მიწების დაკანონებას ითხოვენ, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ მათი წინაპრების საკუთრებაშია და სარგებლობაში აქვთ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტომ კი, ელექტრონული აუქციონის წესით, ტერიტორიზე, ტენდერი გამოაცხადა. ცნობისთვის აღნიშნულ თემაზე, საპროტესტო აქცია უკვე მეოთხედ იმართება. ორი დღის წინ კი, შვიდი პირიც დააკავეს. მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს, გზების გადაკეტვას და კარვების გაშლას აანონსებენ.