21, ივნისი 2021 21:29:00
აჭარისმთიანეთში, ყველაზე ცნობილი ტურისტული ლოკაცია- მახუნცეთი, სეზონს უცვლელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება. შელახულ საშეშეებს, საქათმეებს, მაცივრებს აქ, პარკში ბევრ ადგილზე შეხვდებით. ამასთან, ფუქნცია აქვს დაკარგული საზაფხულო ტეატრის შენობაც. არადა ქედას ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ერთადერთი, რაც იქ დამთვალიერებლისთვის მიმზიდველი და სანახავი რჩება,ჩანჩქერი და „თამარის ხიდია“ .
იმის მიუხედავად, რომ მახუნცეთს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, წინა წლების მსაგვსად, ინფატსრუქტურული კუთხით ვითარება უცვლელია. გაუღებავი საცხოვრებელი სახლების ფასადები, ამორტიზირებული დამხმარე ნაგებობები და მოუწესრიგებელი პარკი - ასეთია მახუნცეთის უცვლელი რეალობა. ტურისტების მატების პარალელურად, პარკში თვითნებურად შემოსაზღვრული ტერიტორიებიც მატულობს.
მოუწერიგებელი ინფრასტრუქტური ფონზე, აქ მცხოვრები შოთა მახარაძე გვიყვება, რომ მას ხელისუფლება, საკუთარ ნაკვეთზე კვების ობიექტის მოწყობის უფლებას არ აძლევს.
დღემდე, უფუნქციოდ დარჩა საზაფხულო თეატრის ის, შენობაც, რომლის მოსაწყობად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დახარჯა. ფუნქციის გარეშე დარჩენილი ობიექტი დღეს ასე გამოიყურება. რატომ ვერ ვითარდება ინფრასტრუქტურა, ყველზე ხალხმრავალ და მომგებიანი ადგილზე? კითხვას ქედის მერი ასე პასუხობს:
რაც შეეხება განაშენიანებას და თვითნებურად, ტერიტორიებზე ღია კაფე-ბარების მოწყობის საკითხს? მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები, სამართლიანობის პრინციპით მუშაობენ და უკანონოდ არავინ დაჯარიმდება.
ვის ეკუთვნის მახუნცეთი, ვის ხელშია კონტროლის მექანიზმი? კითხვაზე აჭარის ეკონიმიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განმარტება ასეთია:
მახუნცეთს, ძირითადად უკრაინელი და რუსი ტურისტები სტუმრობენ. აქ, ვიზიტორს მახუნცეთის ჩანჩქერისა და „თამარ მეფის“ ხიდის ნახვა შეუძლია. ადგილობრივები ზიპლაინსა და რაფტინგით მომსახურებას სთავაზობენ.