22, ივნისი 2021 15:07:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა: აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი.
24 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია, 38 გრადუსს გადააჭარბოს.