22, ივნისი 2021 15:34:00
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.ბრალდებულმა საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, ყალბი დოკუმენტების მეშვეობით, ორგანიზება გაუწია საზღვარგარეთ გამგზავრებასა და უკანონოდ დარჩენაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.