29, ივნისი 2021 21:10:00
18 წლის ბიჭისთვის ყოველდღიურობად ქცეული ციფრები, რიცხვები, ამოცანები და განტოლებები. უნდა გიამბოთ ბათუმელ სტუდენტზე, რომელიც მათემატიკის სახელმძღვანელოებს ჰქმნის. ლაშა შენგელიამ უკვე მათემატიკის ელექტრონული სასწავლო კრებულებიც გამოსცა. ჰყავს მოსწავლეებიც, რომლებსაც ინდივიდუალურად ამეცადინებს. ახალგაზრდა მათემატიკოსის გეგმებში შედის მათემატიკის კლუბის შექმნასაც. დამწყები პედაგოგის ერთი დღე მაცნეს ობიეტივში.
განვლილი მასალის შემდეგ, რიგი სიმრავლეთა თეორიაზე დადგა. 18 წლის პედაგოგმა, ახალი თემა დაანონსა და ახსნაც დაიწყო. საგაკვეთილო პროცესი ჰარმონიულად მიმდინარეობს. ლაშა, მოსწავლეებისგან დასმულ შეკითხვებს პასუხობს და მეტი თვალსაჩინოებისთვის, დამხმარე მასალად, თავისსავე მომზადებულ პრეზენტაციას იყენებს.
მოსწავლეების ერთი ნაწილისთვის, სასწავლო პროცესი დასრულდა. ახლა კი, ახალგაზრდა მასწავლებელი მომდევნო ოთახში გადის. იქ სხვა მოზარდები ელოდებიან. მათ, შესწავლილი მასალის განმტკიცების მიზნით, სავარჯიშო ტესტების გაკეთება სთხოვა. წამოიჭრა ერთი პრობლემა.
დიახ, თავისივე წიგნებით. ეს, ერთ-ერთია იმ შესაძლებლობათაგან, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. 18 წლის ბიჭი, მათემატიკის სახელმძღვანელოებს ქმნის. პირველი ნაშრომი გასულ წელს, აბიტურიენტობის პერიოდში დაწერა. ლაშა შენგელიას საავტორო წიგნი უკვე გაყიდვაშიცაა.
ყველაფერი, სულ რაღაც 10 წლის ასაკში დაიწყო. მაშინდელმა მე-4 კლასელმა ბიჭმა საგაკვეთილო პროცესის იმიტირება დაიწყო. მათემატიკის საფუძვლებს წარმოსახვით მოსწავლეებს უხსნიდა. მასწავლებლობა მიზნად, სწორედ, ამ დროს დაისახა.
წიგნების წერას ისევ აგრძელებს. აგრძელებს მოზარდების ინდივიდუალურ მეცადინეობასაც. ამ ყველაფრის პარალელურად, თავადაც სწალობს. პირველი კურსის სტუდენტი, სამომავლოდ, მაგისტრატურის გავლას უცხოეთში გეგმავს. იქედან, სამშობლოში დაბრუნებულს კი, სურს, მიღებული გამოცდილება, მოსწავლეებს, უკვე ოფიციალური პედაგოგის სტატუსით, როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტში გაუზიაროს.