30, ივნისი 2021 21:20:00
ქედაში, ადგილობრივი თვითმართველობის მიერ, მოქმედი „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამის საჯარო პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისაუბრეს პროგრამის მნიშვნელობასა და მმართველობის დემოკრატიულ ფორმებზე. იქნება თუ არა „მონაწილეობითი ბიუჯეტი“ თვითმართველობისთვის, კანონით გაწერილი შესასრულებელი ვალდებულება
გამომდინარე იქედან, რომ თვითმართველობებს, არსებული საკანონმდებლო ბაზა, მართვაში მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას არ ავალდებულებს და არც თავად მოქალაქეები გამოთქვამენ ამის მზაობას, ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე, იმ პროექტებს ახორციელებს, რაც მისთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, საზოგადოების მიერ, სიტყვიერად გაჟღერებული, თუ დაუსახლებელი საჭიროებები შეუსრულებელი რჩება. სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების მიზნით, ქედის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას ახორციელებს.
მოეწყო პროგრამის საჯარო პრეზენტაციაც. შეხვედრას, ქედაში, ადგილობრივ თუ ცენტრალურ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშომლობის საზოგადოების წარმომადგენელი კრისტოფ ბაიერიც დაესწრო. პრეზენტაციაზე, პროგრამის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განხორციელებულ და განსახორციელებელ სამუშაობზე ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ანალიზის გაკეთების შემდეგ რეკომედაციებს წარადგენენ. ასლან ჭანიძის მოსაზრებით, უკეთესია რიგი საკითხები კანონით დარეგულირდეს.
შესაძლებელია თუ არა „მონაწილეობითი ბიუჯეტის“, როგორც ინსტიტუციონალურ დონეზე დანერგვა? ჩვენ ეს კითხვა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს დავუსვით. სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ ქედაში მოქმედი ეს პროგრამა, სამომავლოდ, თვითმართველობის კანონში, ცვლილებების შეტანის შესაძლო საფუძველი გახდეს.
პრეზენტაციისას, პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული იდეების, უმცროსი, უხუცესი კრეატიული იდეის ავტორები დააჯილდოვეს. ამის შემდეგ კი, იმ მობილიზატორებს შეხვდნენ, რომლებმაც სოფლებში „კარდაკარის“ კამპანია განახორციელეს. „მონაწილეობითი ბიუჯეტის განსახორციელებლად ქედის მერიას, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.