02, ივლისი 2021 18:20:00
ბათუმში, გულის შეტევით კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს თან არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, რის გამოც მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. რა მუხლითაა საქმეზე დაწყებული ძიება? კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველოდებით.