02, ივლისი 2021 21:30:00
განახლებული ბულვარი ქობულეთში. დაახლოებით, 2 წლის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ჯამში, სამკილომეტრიანი მონაკვეთის კეთილმოწყობისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. როგორ გამოიყურება ზღვისპირა ზოლი და რას შესთავაზებს მუნიციპალიტეტი ვიზიტორებს? ჩვენი რეპორტაჟიდან გაიგებთ.
ქობულეთის განახლებულ ბულვარს, დღეს, ასე გამოიყურება - სრულად შეცვლილი ინფრასტრუქტურა და კეთილმოწყობილი გარემო. ახალი სივრცე ადგილობრივებისთვის შესამჩნევი, მალევე გახდა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ რეაბილიტირებული ზღვისპირა ზოლი, ვიზიტორებისთვის, მიმზიდველი იქნება, რაც წარმატებულ ტურისტულ სეზონს განაპირობებს.
პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. დეკორატიული ფილებით მოეწყო სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი. ბულვარში, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემაც. მოეწყო ბავშვთა სივრცეები, სპორტული მოედანი, სავარჯიშო კუთხე და ადგილები ველოპარკირებისთვის. ინსფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
საერთო ჯამში, რეაბილიაცია სამკილომეტრამდე მონაკვეთს ჩაუტარდა. ამისთვის, ქობულეთის მთავარი ფინანასური დოკუმენტიდან, 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მერის მოადგილის, დავით ვერულიძის განმარტებით, განახლებული ბულვარი მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი იქნება.
ახალი ბულვარი ოფიციალურად, ხვალ, გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, „ფრანების შოუ“ და „მოძრაობის თეატრის“ ანუ, „პანტომიმას“ პერფორმანსი.
ქობულეთის ბულვარის რეაბილიტაცია 2019 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველად 850 მეტრიანი მონაკვეთი მოწესრიგდა. მეორე ეტაპზე კი, სამუშაოები 2 ათას 150 მეტრ ტერიტორიაზე განხორციელდა.