24, ივლისი 2017 20:01:00
აჭარა ,,FaShion Week“-ს მასპინძლობს. ფრანგ, ბულგარელ და სერბ დიზაინერებთან ერთად ჩვენებებში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ქვეყნის პოპულარიზაციას, ასევე ხელოვნებისა და მოდის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ,,FaShion Week“-ი დამწყებ დიზაინერებსაც უმასპინძლებს. გაიმართა შოუ-რუმებისა და აქსესუარების გამოფენა. უცხოელი დიზაინერები კი მასტერკლასებს გამართავენ. ცნობილი ქართველი და უცხოელი დიზაინერების კოლექციების ჩვენებები 5 დღის განმავლობაში მოეწყობა. ბათუმის მერიამ პროექტისთვის 30 000 ლარი გამოყო. აჭარა ,,FaShion Week“-ი ,,საქართველოს მოდისა და დიზაინის“ ასოციაციის ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება.