24, ივლისი 2017 21:17:00
პროკურატურამ არჩილ დევრიშაძე დააკავა. 21 ივლისის ინცინდენტის მონაწილე თანაშემწე-გამომძიებელი სამართალდამცველებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. მას ჯერ სამსახურებრივი მოვალეობის გადაჭარბებაში ედებოდა ბრალი, მოგვაინებით კი საქმე გადაკვალიფიცირდა და პოლიციელი ხულიგნობის მუხლით დააკავეს. პოლიციელმა 3 დღის წინ ქობულეთის მკვიდრ 25 წლის რომან ქათამაძეს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქათამაძემ მიმალვა მოასწრო. იგი ირწმუნება, რომ მასთან უცნობი პირები მივიდნენ, რომლებიც პროკურატურიდან განცხადების უკან გამოტანას აიძულებენ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, თეიმურაზ ქავშბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არჩილ დევრიშაძეს დღესვე მოინახულებს, რომელიც ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პროკურატურა, სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.