09, ივლისი 2021 13:46:00
ნაწლავური ინფექციები დიდებსა თუ პატარებში, მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. მათი გამომწვევი სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებია, რომლებსაც გააქტიურება სეზონურობის მიხედვით ახასიათებთ. ზაფხულში მეტად აქტიურდება ბაქტერიული ინფექციები.
როცა გამომწვევი კუჭ-ნაწლავში ხვდება, პაციენტს ღებინება ეწყება, მას დიარეა და სხვა თანმდევი სიმპტომები მოსდევს. შესაბამისად, იზრდება გართულებების რისკები. დიდია გაუწყლოვების ალბათობაც.
მიუხედავად იმისა, რომელი ბაქტერიაა გამომწვევი, მკურნალობა ძირითადად მაინც სიმპტომურია, თუმცა არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მიკროორგანიზმებზე კვლევა აუცილებელია.
ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენებას, ნაწლავური ინფექციისას მისი განსაკუთრებული ჩვენება აქვს, სხვა შემთხვევაში იგი შესაძლოა მეტად საზიანო აღმოჩნდეს ინფიცირებულისთვის.