25, ივლისი 2017 14:08:00
,,ლიდერთა სკოლის“ მონაწილეები დღეს ბაკურიანში გაემგზავრნენ. ახალგაზრდული ბანაკისთვის 50 სტუდენტი და აბიტურიენტი შეირჩა. სწავლების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, ჩატარდება ჯგუფში მუშაობის, პროექტის წერის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაბელურობის ტრენინგ-სემინარები. ახალგაზრდების უსაფრთხოებაზე სპეციალურად შერჩეული ლიდერები იზრუნებენ . პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს.