12, ივლისი 2021 14:36:00
ბოლო 24 საათში, აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 41 პაციენტი. მას შემდეგ, რაც კოვიდ რეგულაციები შემსუბუქდა, ადამიანებმა კიდევ უფრო მეტად თქვეს უარი ელემენტარული სტანდარტების დაცვაზე. მოქალაქეები პირბადის გარეშე სიარულს, ხშირად აღარც დახურულ სივრცეებში ერიდებიან, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში.