12, ივლისი 2021 15:03:00
ტელეკომპანია პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, ხვალ ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.ლექსო ლაშქარავას ცხედარი სამხარაულის ბიუროდან სახლში გვიან ღამით გადაასვენეს.ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინფორმაციისთვის, 5 ივლისს პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები „ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, გუშინ 11 ივლისს სახლში გარდაიცვალა.