13, ივლისი 2021 17:32:00
ბათუმში, გუშინ, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირი გააათავისუფლეს. ისინი თბილისის პარალელურად, ადმინისტრაციის შენობასთან, გარდაცვლილი ოპერატორის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ. დაკავებულები ამბობენ, რომ არ განუმარტეს. რა მიზეზით მოხდა მათი განყოფილებაში გადაყვანა. შეგახსენებთ, გუშინ პოლიციამ, აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩუკი ჩხეიძე და მისი შვილი თემურ ჩხეიძე დააკავა