13, ივლისი 2021 21:58:00
რთული და საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანები ძალიან ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ბრძოლის ველის წინა ხაზზე, დაძაბულ სიტუაციებსა თუ ცხელ წერტილებში. ასეთ დროს, რეპორტიროები მხოლოდ პროფესიულ მოვალეობაზე ფიქრობენ: ეს კი ხალხის ინფორმირებაა. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ეკრანს მიღმა მათზე ნერვიულობენ და განიცდიან. როგორია იყო ჟურნალისტის ოჯახის წევრი, მშობელი ან შვილი?
ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება, ეს ერთ-ერთია იმ მრავალი ჩამონათვალიდან, რაც სამოქალაქო პროტესტის შესახებ და მიმდინარეობისას უნდა ვიცოდეთ. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, საკუთარი პროტესტი საჯაროდ გამოხატოს ისე, რომ არ შეექმნას რაიმე სახის პრობლება, არ მიიღოს დაზიანება და არ დაირღვეს მისი უფლებები. ამ ყოველივეს კი, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. თუმცა საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ როგორც თავად აქვს საკუთარი აზრის და პროსტესტის გამოხატვის უფლება, ისე შეუძლია სხვას, თუნდაც, მისთვის მიუღებელი შეხედულებების მქონე ადამიანს.
სამოქალაქო პროტესტის დროს, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა რესუსრებს ფლობენ, მაგალითად, როგორიცაა სამოქალაქო აქტიურობის რესურსი. როდესაც სამოქალაქო პროტესტი იგეგმება ყველაზე მნიშვნელოვანია გეგმა, ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად აქტივისტებმა აქციების დროს უნდა იცოდნენ.
რა ძალა აქვს სამოქალქო პროტესტს? და რამდენად ირღვევა ასეთ დროს ადამიანის უფლებები? პროტესტს ხშირად გადწყვეტილების მიღების დაჩქარების კუთხით დიდი ძალა აქვს. ამ დროს, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანების უფლებები უხეშად ირღვევა.
სწორედ სამოქალაქო აქტივობამ და პროტესტმა განაპირობა, მრავალი კონსტიტუციური ცვლილება ქვეყანაში.