15, ივლისი 2021 11:30:00
გლდანში, 35 წლამდე კაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.