20, ივლისი 2021 12:32:00
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა.
"მე მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა მათი პროგნოზის მიხედვით შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3.5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში". – თქვა ღარიბაშვილმა.